Saturday, October 10, 2009

გვიყვარდეს ერთმანეთი!


პროექტის სახელი:
გვიყვარდეს ერთმანეთი!
პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები შეჰხვდებიან მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს.
პროექტის სრული აღწერა:
V კლასში მოსწავლეები ეცნობიან ტოლერანტობის პროგრამას.
ტოლერანტობა არის ნება, განწყობა იყო სამართლიანი, მომთმენი სხვა ადამიანების მრწამსის, ინტერესების, ღირებულებებისა და მოსაზრებების მიმართ და მიიღო შენგან განსხვავებული ადამიანი, პატივი სცე მის ინდივიდუალობას. იგი გამორიცხავს ძალადობასა და აგრესიის ყოველგვარ გამოვლინებას.
მოსწავლეებს, სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მოთხრობების გაცნობის შემდეგ, განუვითარდებათ ტოლერანტი ადამიანისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები.
იმის ნათელსაყოფად, თუ რამდენად გამოიყენებენ მოსწავლეები ტოლერანტი ადამიანის თვისებებს, ვესტუმრებით ქალაქ გორში არსებულ საზოგადოება “ბილიკს”. შევხვდებით მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, რომლებიც “ბილიკში” სწავლობენ და მათთან ერთად გავატარებთ ერთ დღეს.
მონაწილეთა ასაკი: 10-12 წელი.
ვადები, ხანგრძლივობა: 1 ივნისი. ერთი დღე.
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: “ბილიკს”.
მოსწავლეები შექმნიან ნახატებს თემაზე “ბავშვთა უფლებები”. მოეწყობა გამოფენა.
სარგებელი სხვებისათვის:
დამთვალიერებელი ნახატების საშუალებით გაეცნობა მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და სკოლის მოსწავლეების განწყობას და უფრო ტოლერანტული გახდება მათ მიმართ, ვისაც თანადგომა და სიყვარული სჭირდება.
სამუშაო ენა: ქართული.
პროექტის ფასილიტატორი: მერი იაკობაშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა mery.iakobashvili@gmail.com

ჩემი პორტფოლიო